აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისათვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას გაზრდის

2020 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისათვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსების გაზრდას გეგმავს.
ბათუმში რეგისტრირებულ პაციენტებს ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიით, ტრანსპლანტაციის წინა და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვით, სამინისტროს მიერ დაუფინანსდებათ 80 000 ლარის ოდენობით. ხოლო, ბათუმის მერია დამატებით 20 000 ლარს გამოყოფს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს სამინისტრო ტრანსპლანტაციას 100 000 ლარით დაუფინანსებს.
რაც შეეხება ძვლის ტვინის ალოგენურ ტრანსპლანტაციას, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ქ. ბათუმში რეგისტრირებულ პაციენტებს დაუფინანსებს 130 000 ლარით, დამატებით 20 000 ლარს გამოყოფს ქ. ბათუმის მერია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს სამინისტრო 150 000 ლარით დააფინანსებს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ძვლის ტვინის აუტოლოგიური და ალოგენური ტრანსპლანტაცის დაფინანსება 2019 წელს დაიწყო. მიმდინარე წელს პროგრამით ხუთმა პაციენტმა ისარგებლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები