აშშ-ში თვითმფრინავებში Apple-ის ნოუთბუქების ატანა აკრძალეს
აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო სამმართველომ თვითმფრინავებში 2015 წლის გამოშვების ნოუთბუქების – MacBook Pro-ს ატანა აკრძალა.
როგორც Bloomberg-ი წერს, Apple-ში აღმოაჩინეს, რომ ამ მოდელის ნოუთბუქებში ელემენტი ადვილად ხურდება, რაც თვითმფრინავის სალონში, შესაძლოა, ხანძრის გაჩენის მიზეზი გახდეს.
აღნიშნული მოდელის კომპიუტერები გაყიდვაში 2015 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე იყო.
აღსანიშნავია, რომ MacBook Pro-ს გადატანა ბარგის სახითაც აიკრძალა.
ავიაკომპანიები აკრძალვის შესახებ უკვე ინფორმირებულები არიან.