არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა – ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა
ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
კომისიამ დარეგისტრირებული 15 საჩივრიდან 8 საჩივარი განიხილა და არცერთი არ დააკმაყოფილა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და დამკვირვებელი კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებიან და მას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, დავის გაგრძელებას სასამართლოში გეგმავენ.