ნანა კაკაბაძე: ეჭვი მეპარება, რომ ოპოზიცია აქციებზე წავიდეს, რადგან თვითონ უკეთესად იციან, რაც მოჰყვება მათ ამ ბრიყვულ წამოწყებას

“ეჭვი მეპარება, რომ ოპოზიცია აქციებზე წავიდეს, რადგან თვითონ უკეთესად იციან, რაც მოჰყვება მათ ამ ბრიყვულ წამოწყებას”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

„დღეს, მათი (ოპოზიცია) ქმედებები ქვეყნისთვის რაიმე საშიშროება არ შეიძლება იყოს, რადგან მათ უკან უკვე აღარ დგას რეალურად ჩვენი ქვეყნისთვის საშიში ძალა, დასავლეთი. დასავლეთმა მათზე ხელი ჩაიქნია. მოდით, დასავლეთსაც ნუ დავარქმევთ, ვთქვათ ის ნაწილი, რომელიც ფიქრობდა, რომ საკუთარ აგენტურას აქ უნდა გაეტარებინა არა საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის, არამედ მათი დამფინანსებლისა და უცხო ქვეყნების ინტერესები. აი, ამ ძალას ვინც ხელმძღვანელობდა დასავლეთში, მათ ჩაიქნიეს ხელი საკუთარ აგენტურაზე. ამიტომ, აღარ არის მათი აქციები ქვეყნისთვის საშიში“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

მისი თქმით, დასავლეთი უკვე მიხვდა, რომ ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოსთან შეიძლება მიდიოდეს, ეს არის გადატვირთვის პოლიტიკა.

„ეს ულტიმატუმების ენა ძალიან მალე დასრულდება. ამერიკაში დასრულდება თუ არა არჩევნები, ჩვენ დავინახავთ, რომ ამერიკა გადავა გადატვირთვის პოლიტიკაზე და მას მიჰყვება ყველა ევროპული ქვეყანა, რომლებიც ამერიკის გავლენის ქვეშ არიან“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები