გიორგი ვოლსკი: ჩვენს საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ნდობა არჩევნების მიმართ

“საგანგებო თემაა, რომ უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა გადაცდომა, რათა მომავალში ეს საქართველოს არასდროს ახასიათებდეს”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებას არჩევნების მიმართ ნდობა უნდა ჰქონდეს.

“თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, განვითარებული დემოკრატიებია და საშინელებები ხდება – სადღაც ურნა იწვება, სადღაც ხმის მიცემის ტექნიკური საშუალება არ არის, ხდება ასეთი რამ. თუმცა, ფაქტია, ყველაფერი უნდა აღმოიფხვრას და ჩვენს საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ნდობა არჩევნების მიმართ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები