შალვა პაპუაშვილი: საქართველოს პარლამენტის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წალენჯიხის მერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„საქართველოს პარლამენტის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობ მის ოჯახს და ახლობლებს”, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გიორგი ხარჩილავა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.