გიორგი ვოლსკი: არანაირი გაყალბება არ მომხდარა
“სახელმწიფო გადატრიალების იდეა ჰქონდათ უკვე დიდი ხანია და წლებია ვერ მოახერხეს. ვერანაირი სხვა გეგმა ვერ დაიდება, რადგან ყველანაირად გამტყუნდა ის მოსაზრებები, რითაც საზოგადოების გამოკვება უნდოდათ. არანაირი გაყალბება არ მომხდარა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
მისივე თქმით, ვინც ოპოზიციას ან უმრავლესობას უჭერს მხარს, არცერთ ოჯახს არ აწყობს, რომ ქვეყანაში ქაოსი შეიქმნას.
„იყო ცალკეული გადაცდომები და გამოძიება მიმდინარეობს. როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან დაშვებული გადაცდომები შეფასებული უნდა იყოს. რასაც ნიკა გვარამია აცხადებს [კარვების მობილიზებაზე] ეს ახალი არ არის. სახელმწიფო გადატრიალების იდეა ჰქონდათ უკვე დიდი ხანია და წლებია ვერ მოახერხეს. ახლა შემდეგი მცდელობაა – კარვების ქალაქით თუ უბნით უნდა, რომ ეს საკითხი წინ დაძრას. ვინც ოპოზიციას ან უმრავლესობას უჭერს მხარს, არცერთ ოჯახს, არცერთ ჭკუათმყოფელს არ აწყობს, რომ ქვეყანაში ქაოსი შეიქმნას. ეს თემა შეტევაა ეკონომიკაზე, ვალუტის კურსზე, ტურიზმზე, ადამიანის ფსიქიკაზე. ეს არის მათი გეგმა, რაც ალბათ, ორშაბათსაც გამოცხადდება. რომც არ გამოცხადდეს, ვიცით ამ ადამიანების შინაარსი და მათი პათოსი“, – განაცხადა ვოლსკიმ.