ორლანდოში, ჰელოუინის ღამეს მოზარდმა ცეცხლი გახსნა, გარდაცვლილია ორი ადამიანი (ვიდეო)
აშშ-ში ფლორიდის შტატის, ქალაქ ორლანდოში ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა მას შემდეგ, რაც მოზარდმა მსროლელმა ქალაქის ცენტრში ცეცხლი გახსნა.
ჰელოუინის აღსანიშნავად უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა და ადგილიდან მიიმალა, რამდენიმე წუთში კი მან კვლავ ისროლა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაჭრილები რეგიონულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.
ქალაქის პოლიციის უფროსმა, ერიკ სმიტმა განაცხადა, რომ 17 წლის ეჭვმიტანილი დააკავეს.
სროლის მოტივი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.