პოეტ ოთარ მამფორიას 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქართველი დრამატურგის, მთარგმნელის, მწერლისა და პოეტის – ოთარ მამფორიას 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. მწერლებმა და მსახიობებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი პიროვნება, შემოქმედება.
პროექტის ავტორი იყო ბადრი ქუთათელაძე, სცენარის ავტორი – მაყვალა გონაშვილი, რეჟისორი და მხატვარი – ლიკა ქობულაძე.
ოთარ მამფორიას ლექსებზე, რომლებმაც 50-ზე მეტ პოეტურ კრებულში მოიყარა თავი, არაერთი მშვენიერი სიმღერაა შექმნილი („ყაყაჩო“, „ნიბლია“, „ბეღურა და მერცხალი“…), მისი პიესები („წუთისოფელის კომედია“, „მეტეხის ჩრდილში“, „იეთიმ გურჯი“, „ჭიხვინებს უმხედრო ბედაური“, „ნუგეშა“, „ტაგუ“) ანშლაგით იდგმებოდა საქართველოს თეატრებში და საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს ოქროს ფონდშია შეტანილი.
ოთარ მამფორიას შემოქმედებითი მემკვიდრეობა საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს ოქროს ფონდშია შეტანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები