მაია ომიაძე: წლის განმავლობაში რამდენიმე კამპანია გვქონდა, გამოვყოფდი გასტრონომიულ კამპანიას, როდესაც საქართველოს ეწვია ცნობილი შეფმზარეული ჯეიმი ოლივერი – უკვე გვაქვს 5 მილიონზე მეტი ნახვა ამ კამპანიის ფარგლებში

“წლის განმავლობაში რამდენიმე კამპანია გვქონდა. გამოვყოფდი გასტრონომიულ კამპანიას, როდესაც საქართველოს ეწვია ცნობილი შეფმზარეული ჯეიმი ოლივერი”, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უკვე არის 5 მილიონზე მეტი ნახვა ამ კამპანიის ფარგლებში, სადაც საქართველოზე, როგორც გასტრონომიული დანიშნულების ადგილის შესახებ ჰყვება ცნობილი შეფმზარეული.

„წელს ძალიან კარგი კამპანიები გვქონდა და მიმდინარე გვაქვს ჯერ კიდევ ევროპაში, გერმანიაში, ბრიტანეთში. ასევე გვაქვს კამპანიები ყურის ქვეყნებში, წლის განმავლობაში გვქონდა რამდენიმე კამპანია. გამოვყოფდი ერთ კამპანიას, ეს იყო გასტრონომიული კამპანია, როდესაც საქართველოს ეწვია ცნობილი შეფმზარეული ჯეიმი ოლივერი. ეს იყო ერთ-ერთი ნაწილი მთლიანი კამპანიის. ეს კამპანია დაიწყო ივლისში და მაისში დასრულდება, ჯერ კიდევ მიმდინარეა. ჩვენ უკვე გვაქვს 5 მილიონზე მეტი ნახვა ამ კამპანიის ფარგლებში, სადაც საქართველოზე, როგორც გასტრონომიული დანიშნულების ადგილზე ჰყვება ცნობილი შეფმზარეული. ეს არის ერთწლიანი კამპანია ქვეყნის პოპულარიზაციის შესახებ, სადაც მაისის ბოლომდე ველოდებით საკმაოდ დიდ მაჩვენებლებს.

გარდა იმისა, რა არხებს ფარავს გასტრონომიული კამპანია, რომელშიც ჯეიმი ოლივერი, როგორც ცნობილი შეფმზარეული იყო წარმოდგენილი, ეს არის ინსტაგრამ გვერდები, ფეისბუქ გვერდები და რა თქმა უნდა იუთუბი. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის პარტნიორია BBC, რომელზეც ეს გადაცემები გავა. უნდა აღვნიშნო, რომ 20 ვიდეო გადავიღეთ ამ პროექტის და კამპანიის განმავლობაში, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მოიცავს როგორც სოციალურ არხებს, ისე BBC-ის ტელევიზიას. BBC-ის გლობალური აუდიტორია 300 მილიონიანია და მეტსაც გეტყვით – იმიტომ, რომ ჩვენ მომავალ წელს ინდოეთსა და ჩინეთში ვიწყებთ კამპანიებს, სწორედ BBC-ის აღმოსავლურ და აზიურ, ინდურ და ჩინურ მაუწყებლობაში მსხვილად გვაქვს ჩასმული სწორედ ეს კომპონენტი, ჩვენი ქვეყნის გასტრონომიული კამპანიის.

ჩვენი კამპანიები, რომელიც წელს დავიწყეთ, ჯერ არ დასრულებულა, მომავალ წელს უკვე აქტიურ შედეგებზე ვისაუბრებთ“, – აღნიშნა მაია ომიაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები