ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მსხვერპლთა უმეტესი ნაწილი ვალენსიის პროვინციაშია.
„ამჟამად, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენაა“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა.
ვალენსიის მერის ინფორმაციით, ისინი გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდას ელოდებიან, რადგან სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში დაკარგული ადამიანების სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.
სამხრეთ ესპანეთში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ და ღვარცოფმა დაანგრია გზები და ხიდები, წაიღო ხეები და მანქანები.
სტიქიის გამო ესპანეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.