გოგა ხაინდრავა რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხმაურება

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დიახ! კარები იხურება! რასა იუკნევიჩიანე. ამ გორბაჩოვის პარტია „ზა პერესტროიკუ”-ს აგიტატორს რომ ვუსმენ საბჭოთა ეპოქა მახსენდება კონდუქტორები რომ გაიძახოდნენ: ფრთხილად! კარები იხურება! შემდეგი გაჩერება კომუნიზმი! კარისკაცი გამიგია, კარვის ქალიც! კარისქალი?!“, – წერს ხაინდრავა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა: „დიახ, [ევროპის] კარი იხურება მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება. იმათი ხელით, ვინც “ქართულ ოცნებას” ხმა მისცა, მაგრამ პირველ რიგში მათი ხელით, ვინც არჩევნებზე მანიპულაცია მოახდინა და ის თავისუფალ და სამართლიან გარემოში არ ჩაატარა და ჩაიდინა ის საშინელება, რომ საკუთარი ძალის გამოყენებით, ქართველი ხალხისგან არჩევნები მოიპარა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები