გიორგი ვოლსკი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე ზურაბიშვილის უარზე: კონსტიტუციას რომ არღვევს ერთია, მაგრამ ამ თემებზე მაინც სამოქალაქო პასუხისმგებლობა ხომ უნდა გამოიჩინოს

“კონსტიტუციას რომ არღვევს ერთია, მაგრამ ამ თემებზე მაინც სამოქალაქო პასუხისმგებლობა ხომ უნდა გამოიჩინოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურასთან თანამშრომლობაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის უარის შეფასებისას განაცხადა.

„განაცხადეს უკიდურესად მძიმე, ვითომდა არსებული „ფაქტის“ შესახებ, რომ თითქოს, რუსეთის სპეცსამსახურები შეიჭრა ამერიკელების მიერ დამონტაჟებულ ამ ელექტრონული არჩევნების სისტემაში და შესაძლებელი გახადა, რომ ერთ ადამიანს რამდენჯერმე მიეცა ხმა და ტექნიკური თვალსაზრისით კიდევ სხვა მანიპულაციები იყო შესაძლებელი. არა თუ პროკურატურაში უნდა მივიდეს, უნდა ითხოვდეს მკაცრად, ხისტად პროკურატურისა თუ უსაფრთხოების სამსახურებისგან საკითხების სასწრაფო გამოძიებას. კონსტიტუციას რომ არღვევს ერთია, მაგრამ ამ თემებზე მაინც სამოქალაქო პასუხისმგებლობა ხომ უნდა გამოიჩინოს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები