დიდ ბრიტანეთში დააკავეს ცოლი, რომელიც ქმარზე 20 წლის განმავლობაში ძალადობდა

ქალი, რომელიც ქმარზე 20 წლის განმავლობაში ძალადობდა, საბოლოოდ ძიძის კამერის კადრების გამოყენებით დაიჭირეს.

დიდ ბრიტანეთში, ჰამბერსაიდის პოლიციის ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ, ბრიტანელ ქალს, ციხის ყოფილ უფროსს შერი სპენსერს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც მან დანაშაული აღიარა.

წყვილი სამ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა. ოცი წლის განმავლობაში რიჩარდ სპენსერი შეურაცხყოფას განიცდიდა მისი მეუღლის მხრიდან. ძალადობა არ იყო მხოლოდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური, არამედ ფინანსურიც – ცოლი რიჩარდს აიძულებდა, აეღო სესხი და მისი გადახდა რიჩარდს უწევდა ხოლმე. ქალი თავის ქმარს ჩანგლებს ურტყამდა, თავს ესხმოდა ღვინის ბოთლით, ჩანგლით, აფურთხებდა, ურტყამდა და ემუქრებოდა, რომ თუ პოლიციას შეატყობინებდა, ცრუ ბრალდებებით დაუპირისპირდებოდა და ამ საქმეში გამარჯვებას ვერ მოახერხებდა. მამაკაცი სახლშიც ყვიროდა დახმარებისთვის იმ იმედით, რომ მეზობლები მის ხმას გაიგებდნენ.

სანამ შვილებს სკოლაში და საბავშვო ბაღში წაიყვანდა, სპენსერი თავის სისხლჩაქცევებსა და ნაწიბურებს კოსმეტიკური საშუალებებით ფარავდა, რათა სხვა მშობლებს არ შეემჩნიათ.

რიჩარდმა სიმართლე თავის მეგობარს გაუმხილა და მისი მხარდაჭერით, მომხდარის შესახებ პოლიციას 2021 წელს შეატყობინა. ერთ დღეს, როდესაც ცოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რიჩარდმა მეგობარს დაურეკა და სთხოვა, მისულიყო, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

რიჩარდის მეგობარმა პოლიციას გადასცა შეგროვებული მტკიცებულებები, მათ შორის 36 ვიდეო, ცხრა აუდიო კლიპი და დაზიანებების 43 ფოტო.

2023 წელს სპენსერმა დანაშაული აღიარა და მას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

„მე განვიცდი იმ ფაქტს, რომ ბოლომდე ვერასდროს გამოვჯანმრთელდები მისი ძალადობისგან და რომ ეს მუდმივ საზიანო გავლენას მოახდენს ჩემსა და ჩემი ოჯახის ცხოვრებაზე”,- განაცხადა რიჩარდმა.

რიჩარდმა თქვა, რომ მან გადაწყვიტა, გაეზიარებინა თავისი ამბავი ოჯახში ძალადობის მსხვერპლ მამაკაცებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით და სწორედ ამიტომ, შექმნეს 90-წუთიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც შეიცავს შერის მიერ განხორციელებული ძალადობის ვიდეო კადრებს, წერილობით ჩვენებებს, აუდიო ჩანაწერებსა და ფოტოებს. ფილმი ახლა უკვე ხელმისაწვდომია Netflix-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები