ტრამპმა ბაიდენი რუსეთისა და ჩინეთის გაერთიანების გამო გააკრიტიკა
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთისა და ჩინეთის გაერთიანების გამო გააკრიტიკა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, მას ამ ქვეყნების განცალკევება მოუწევს.
„ნახეთ, რა გააკეთეს ამ სულელებმა, მათ საშუალება მისცეს რუსეთს, ჩინეთს, ირანს, ჩრდილოეთ კორეას და სხვებს, ერთ ჯგუფში გაერთიანებულიყვნენ“, – განაცხადა ტრამპმა.
შეერთებული შტატების ყოფილმა ლიდერმა რუსეთსა და ჩინეთს შორის ალიანსს „საშიში“ უწოდა.