სასამართლომ მარნეულის 69-ე უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

მარნეულის მაგისტრატმა სასამართლომ მარნეულის 69-ე უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. როვშან ისკანდაროვმა პროცესზე განაცხადა, რომ ოპოზიციის დამკვირვებლები საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესს აფერხებდნენ და ამომრჩევლებს ხმის მიცემის საშუალებას არ აძლევდნენ.

დაცვის მხარის თქმით, ბრალდებულების მხრიდან ჩადენილი ქმედება მხოლოდ პროცედურული დარღვევა იყო.

საქმეზე კომენტარი გააკეთა
დაკავებულების ადვოკატმა.

„ის, რომ მან ჩაიდინა გაყალბება და რაღაც ყალბ ბიულეტენებზეა საუბარი, ასეთ რამეს ნამდვილად ვემიჯნებით“, – განაცხადა ადვოკატმა ზურა დალაქიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები