მაია ნიკოლეიშვილი: საქართველო უფრო დიდი და ძლიერი ქვეყანა რომ იყოს, ევროკავშირის ელჩი გაწვეული იქნებოდა
ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებები „დღის ქრონიკაში“ საუბრისას შეაფასა.
„ეს იყო არადიპლომატიური განცხადებები, ეს იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა და ზეწოლა. ალბათ, სხვა მდგომარეობა რომ იყოს და საქართველო უფრო დიდი და ძლიერი ქვეყანა იყოს, ევროკავშირის ელჩი გაწვეული იქნებოდა. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს მდგომარეობას, როდესაც მთელი დასავლეთის გარკვეული ნაწილი საქართველოს წინააღმდეგაა. წარმოუდგენელი ზეწოლაა, მსგავსი ალბათ არ ყოფილა არც გარედან და შიგნით მყოფებს კი პირდაპირ იმედი აქვთ, რომ უცხოელებმა ჩაატარონ ახალი არჩევნები. ეს ხომ წარმოუდგენელი რამ არის“, – აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ რამდენიმე დღის წინ ბრიფინგზე განაცხადა: “სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო, საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს, ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან დაშორებას გააგრძელებს”.