აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს აანონსებს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მარაგების შემცირების საპრეზიდენტო უფლებამოსილების (PDA) ფარგლებში განხორციელდება.
პაკეტი მოიცავს NASAMS და HIMARS სისტემების რაკეტებს, Stinger რაკეტებს, დრონების საწინააღმდეგო c-UAS აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას, „ჰაერი-მიწა“ კლასის რაკეტებს, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტებს, ტანკსაწინააღმდეგო Javelin და AT-4 სისტემებს.
ამასთან, პაკეტში შედის Stryker ჯავშანტრანსპორტიორები, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, სამედიცინო აღჭურვილობა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, სათადარიგო ნაწილები და სხვა.