მაია ომიაძე: 2025 წელს ძალიან ბევრი ახალი მიმართულება უკვე დაანონსდა – მათ შორის, ძალიან თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი მიღწევაა ბრიტანეთთან მოლაპარაკებები

„2025 წელს ძალიან ბევრი ახალი მიმართულება უკვე დაანონსდა. მათ შორის, ძალიან თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი მიღწევაა ბრიტანეთთან მოლაპარაკებები”, – ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

“ბრიტანეთის ავიახაზები მომავალი წლიდან 4 რეისს შეასრულებს, ასევე EasyJet-ი შეასრულებს დამატებით ფრენებს. ასევე იცით, რომ ჩვენ აქტიურად ვატარებთ მარკეტინგულ კამპანიებს ბრიტანეთში და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს როგორც ჩვენს კომუნიკაციას, ასევე საერთაშორისო მოგზაურების ოდენობას საქართველოში, რაც შემოსავლებში აისახება.

დღესაც მივემგზავრებით ბრიტანეთში – ბიზნესსექტორი მიგვყავს ცნობილ გამოფენაზე, სადაც წლებია საქართველო მონაწილეობს და ქართული ტურისტული კომპანიები დაჰყავს, ეს არის „WTM London“. მუდმივად ასეთ გამოფენებში მონაწილეობა, ასევე, ის დიდი ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ საქართველოში ვმასპინძლობთ ქვეყნის ცნობადობის ამაღლების თვალსაზრისით, ყველაფერი ეს გეგმის ნაწილია და აისახება როგორც საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის ზრდაში, ასევე შემოსავლების მატებაში“, – აღნიშნა ომიაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები