რობერტ ფიცო: ჩინეთს სამართლიანად ეშინია უკრაინაში ბირთვული კონფლიქტის საფრთხის

სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, ჩინეთი სამართლიანად არის შეშფოთებული უკრაინის ომთან დაკავშირებით დაძაბულობის უკონტროლო ესკალაციისა და ბირთვული კონფლიქტის საფრთხის გამო. ამის შესახებ ფიცომ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ვიზიარებთ აზრს, რომ საომარი მოქმედებების დაუყოვნებელი შეწყვეტა შეუძლებელია, სანამ უკრაინა აგრძელებს დასავლეთის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის მიღებას ომის გასაგრძელებლად, როგორც პრემიერ-მინისტრი, მხარს ვუჭერ უკრაინასთან დაკავშირებულ ყველა სამშვიდობო გეგმას, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მათი ავტორი “, – განაცხადა ფიცომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები