„შაჰედების” თავდასხმა კიევზე – ორ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
2 ნოემბრის ღამეს კიევში, სვიატოშინსკისა და დნეპროვსკის რაიონებში, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად საცხოვრებელ კორპუსებში ხანძარი გაჩნდა, ერთი ადამიანი დაშავდა.
„შაჰედების“ ნამსხვრევების ჩამოვარდნა ასევე დაფიქსირდა ქალაქის სოლომენსკის რაიონში, საცხოვრებელ უბანში. იქ რამდენიმე სახლის ფანჯრების მინის დაზიანება დაფიქსირდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.