შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის, ქართველი ხალხია გამოსაცვლელი, საქართველო ქართველი ხალხია და არა მხოლოდ ტერიტორია

“როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის ქართველი ხალხია გამოსაცვლელი”,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს.

პაპუაშვილის თქმით, საქართველო ქართველი ხალხია და არა მხოლოდ მისი ტერიტორია.

“ადვილი მისახვედრი იყო, რომ ეს ყველაფერი აქამდე მივიდოდა. როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის, ქართველი ხალხია გამოსაცვლელი. ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლის მხრიდან ამგვარი განცხადება აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. საქართველო ქართველი ხალხია და არა მხოლოდ მისი ტერიტორია”,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა: „დიახ, [ევროპის] კარი იხურება მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება. იმათი ხელით, ვინც “ქართულ ოცნებას” ხმა მისცა, მაგრამ პირველ რიგში მათი ხელით, ვინც არჩევნებზე მანიპულაცია მოახდინა და ის თავისუფალ და სამართლიან გარემოში არ ჩაატარა და ჩაიდინა ის საშინელება, რომ საკუთარი ძალის გამოყენებით, ქართველი ხალხისგან არჩევნები მოიპარა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები