ნანა კაკაბაძე – “ნაცმოძრაობაზე”: ქართველმა ხალხმა რეჟიმი გაასამართლა – ახლა დარჩა ხელისუფლებას ის, რომ სამართლიანობა აღადგინოს

„მე იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი ბოლომდე უნდა მივიდეს, ქართველმა ხალხმა რეჟიმი გაასამართლა. ახლა დარჩა ხელისუფლებას ის, რომ სამართლიანობა აღადგინოს”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას “ნაციონალური მოძრაობის” მისამართით განაცხადა.

“იმისთვის, რომ ქუჩაში დახოცილთა ოჯახის ახლობლებმა მორალური კომპენსაცია მიიღონ, თუ მატერიალური კომპენსაცია – ქონება წართმეულებმა, ამისთვის საჭიროა სასამართლო პროცესები, რომელიც დაადგენს, კონკრეტულად ვინ სჩადიოდა ამ კრიმინალურ დანაშაულებს, ცნონ დაზარალებულად ის ადამიანები, ვინც რეჟიმმა 9 წლის განმავლობაში დააზარალა და ადამიანებისთვის მოხდეს კომპენსაციების სრულად დარიგება, რომელიც მათ კანონით ეკუთვნით“, – აღნიშნა კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები