რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლების დამხობის მოწოდებით სახელმწიფო დანაშაული ჩაიდინა და უნდა დააპატიმრონ.
„ქალბატონო პრეზიდენტო, იმის ნაცვლად, რომ გეთქვათ: „დიახ, მე უკმაყოფილო ვარ შედეგებით. მეჩვენება, რომ ისინი ზუსტად არ ასახავს ხალხის ნებას, ყველა პრეტენზია უნდა განიხილებოდეს სასამართლოში“. ეს იქნება სახელმწიფო მოღვაწის პოზიცია. რა გააკეთა მან? მან თქვა: „ჩვენ უნდა გამოვიდეთ ქუჩებში, უნდა გავიდეთ მაიდანზე და მოვითხოვოთ პრორუსული ხელისუფლების დამხობა“. ჩემი აზრით, მხოლოდ ამით ჩაიდინა დანაშაული სახელმწიფოს წინაშე, რისთვისაც უნდა ჩამოაცილონ ხელისუფლებას, დააპატიმრონ და გაასამართლონ“, – განაცხადა მედვედევმა RT-სთან ინტერვიუში.
როგორც მან აღნიშნა, ზურაბიშვილი საკუთარი სახელმწიფოს კონსტიტუციურ საფუძვლებს ეწინააღმდეგება.