მაია ომიაძე: მომავალ წელს ჩვენ ინდოეთისა და ჩინეთის ბაზარზე მარკეტინგული კამპანიებით შევდივართ – მთლიანობაში ეს ქმნის მოლოდინს, რომ ინდოეთიდან და ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა გაიზრდება

“ინდოეთთან საერთაშორისო ფრენები აქტიურად მიმდინარეობს და ასევე, დამატებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან, რათა ახალი ფრენების შესაძლებლობები იყოს. მთლიანობაში ეს ქმნის მოლოდინს, რომ ინდოეთიდან და ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა გაიზრდება”, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ტურისტების მოზიდვის მიზნით, მათ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ჩინეთი და ინდოეთიც დაემატება.

„მათ ხანგრძლივი მოგზაურობა ახასიათებთ და ბევრ ფულს ხარჯავენ მოგზაურობაში. ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, რომ საქართველოში ჩამოვიყვანოთ არა მხოლოდ ბევრი ტურისტი, არამედ ბევრი მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტი.

წინა წელთან შედარებით წლევანდელი სტატისტიკა რომ ნახოთ, გაიზარდა ღამით დარჩენების ოდენობა და ასევე – დღეზე ფულის ხარჯვის პროცენტი. ანუ, მეტ ფულს ხარჯავენ. ეს ყველაფერი ერთობლიობაში არის სწორედ ჩვენი სტრატეგიის ნაწილი.

მომავალ წელს ჩვენ ინდოეთისა და ჩინეთის ბაზარზე მარკეტინგული კამპანიებით შევდივართ. წელსაც გვქონდა გარკვეული რამდენიმე პროექტი, მათ შორის ჩინური მედიასაშუალებები იყვნენ ჩამოსული, ინდოეთთან რამდენიმე აქტიური სტატია გვქონდა, მედია-ტურები და მომავალი წლიდან უფრო აქტიური კამპანიები გვექნება“, – აღნიშნა ომიაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები