სალათი ლორით ,,საზეიმო“

0

ინგრედიენტები:
300 გრ. ლორი
150 გრ. ყველი
5 ც. კარტოფილი
2 ც. სტაფილო
1 ც. ჭარხალი
2-3 ც მჟავე კიტრი
3-4 ც. კვერცხი
1 ც. ვაშლი
1 ც. ბროწეული
მაიონეზი, ნიორი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი: მოხარშეთ სტაფილო, კარტოფილი და ჭარხალი. დახეხეთ ცალ-ცალკე. ლორი და მჟავე კიტრი დაჭერით კუბებად. მოხარშული კვერცხიც დახეხეთ მსხვილ სახეხზე. სალათი თეფშზე დააწყვეთ ფენებად: კარტოფილი- მაიონეზი, მჟავე კიტრი- მაიონეზი, ლორი, გახეხილი ვაშლი, კვერცხი, დახეხილი ყველი და მაიონეზი, სტაფილო – მაიონეზი, დაჭყლეტილი ნიორი. ზედა ფენად მოათავსეთ დახეხილი ჭარხალი და გადაუსვით მაიონეზი. მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები. შედგით მაცივარში 3-4 საათის განმავლობაში.

კომენტარები

კომენტარი