გურამ მაჭარაშვილი: ევროპარლამენტმა პრაქტიკულად გააუფასურა თავისი რეზოლუციები

ევროპარლამენტმა პრაქტიკულად გააუფასურა თავისი რეზოლუციები, მე არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე დღეში FARA-ზე ვნახოთ, რამდენი მილიონი აქვთ აღებული ამ რეზოლუციის შედგენაში ლობისტებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ არაერთი ევროპარლამენტარია დაკავებული ამ ლობისტურ საქმიანობაზე კორუფციის ბრალდებით.

„საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივმართავთ, ასეთი ტიპის რეზოლუციები, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველოსთვის არაფერს წარმოადგენს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები