ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშებს უკვე 12 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზას სექტორის მისამართით ისრაელის თავდაცვის არმიის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშებს 12 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

უწყების ინფორმაციითვე, დაშავებულია 45 ადამიანი.

12 ნოემბერს პალესტინის მხრიდან ისრაელის მისამართით ნასროლი 250-ზე მეტი რაკეტის შედეგად ისრაელში 48 ადამიანი დაშავდა, 25 ადამიანი დაცემის დროს, 23-ს კი, შოკური მდგომარეობის გამო დასჭირდა სამედიცინო დახმარება.

დღეს, ისრაელის არმიამ „ისლამური ჯიჰადის“ პოზიციების დაბომბვა მას შემდეგ განაახლა, რაც გამთენიისას, თითქმის 7-საათიანი პაუზის შემდეგ პალესტინის მხრიდან იერიში კვლავ განახლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები