აჰმედ ალ-შარაა: სირია ცდილობს, რეგიონულ კონფლიქტში ჩართვას თავი აარიდოს
სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე, ქვეყნის კონფლიქტისგან დაცვა სურს.
როგორც „ალ არაბია“ იტყობინება, მან ეს განცხადება დამასკოში, პრეზიდენტის სასახლეში, ეიდ ალ-ფიტრის ლოცვის შემდეგ წარმოთქმულ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„ჩვენ ზედმიწევნით ვანგარიშობთ ჩვენს ნაბიჯებს და ვმუშაობთ სირიის ნებისმიერი კონფლიქტისგან დასაცავად. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სირია ბოლო 15 წლის და მეტი ხნის განმავლობაში ყოველთვის იყო კონფლიქტებისა და დაპირისპირების არენა, მაგრამ დღეს ის რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ყველა მეზობელთან ჰარმონიაშია“, – თქვა მან.
მან დასძინა, რომ სირია არაბულ სახელმწიფოებს სრულ სოლიდარობას უცხადებს.