მსახიობი ჩაკ ნორისი გარდაიცვალა
ამერიკელი მსახიობი და საბრძოლო ხელოვნების ოსტატი ჩაკ ნორისი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა,- ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გარდაიცვალა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ჰავაიზე დასვენებისას, სავარაუდოდ, ვარჯიშის დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გაუარესების შემდეგ, საავადმყოფოში მოათავსეს.
ჩაკ ნორისი 1980-იანი და 1990-იანი წლების მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის ერთ-ერთ ხატად ითვლებოდა და მთელი მსოფლიოს აუდიტორიაში ფართო პოპულარობით სარგებლობდა.
გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის ოფიციალურად დადგენილი არ არის.