WSJ: აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში 2000-ზე მეტი საზღვაო ქვეითი გაგზავნა
შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით 2000-ზე მეტ საზღვაო ქვეითს და სამ სამხედრო გემს აგზავნის, – ამის შესახებ გამოცემა „Wall Street Journal“-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
„პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში სამ სამხედრო ხომალდს და ათასობით დამატებით საზღვაო ქვეითს აგზავნის… კალიფორნიაში დაფუძნებული ამფიბიური თავდასხმის ჯგუფიდან USS Boxer და მე-11 საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო ძალებიდან დაახლოებით 2200-დან 2500-მდე საზღვაო ქვეითი მიემგზავრება აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში, რომელიც პასუხისმგებელია ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ყველა ამერიკულ ძალაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.