მერკელმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მისი პირადი საქმეა.
„კარგად ვარ. 2021 წელს პოლიტიკაში მუშაობას დავასრულებ, მაგრამ  იმედი მაქვს, რომ მომავალშიც მექნება ცხოვრება, რომელსაც ვისურვებ, ჯანმრთელად გავატარო“, – აღნიშნა მერკელმა და დასძინა, რომ მისთვის გასაგებია ჯანმრთელობასთან დაკაშირებული მაღალი ინტერესი, თუმცა ფიქრობს, რომ ეს მისი პირადი საქმეა.
ანგელა მერკელი საჯაროდ შეუძლოდ პირველად 18 ივნისს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე გახდა. მას სხეულის ერთგვარი კანკალი აღენიშნებოდა.

ანალოგიური 27 ივნისს გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრაზე მოხდა.
მესამედ – 10 ივლისს ფინეთის პრემიერმინისტრთან, ანტი რინესთან შეხვედრაზე. გარდა ამისა, შეხვედრაზე მერკელმა სახელმწიფო ჰიმნი სკამზე ჯდომით მოისმინა.
17 ივლისს მერკელს 65 წელი შეუსრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები