„ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე დაპატიმრებულთა რიცხვი გაიზარდა – 211 პირი იზოლატორშია მოთავსებული
პარიზში, „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე დაპატიმრებულთა რიცხვი გაიზარდა. ამ დროისათვის პოლიციამ 481 ადამიანი დააკავა, მათ შორის წინასწარი დაკავების იზოლატორში 211 პირია მოთავსებული.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, „ყვითელი ჟილეტების“ აქციის დაწყებამდე პოლიციამ 317 პირი დააკავა, მათ შორის 34 დააპატიმრეს. მათ მათ პირადი ჩხრეკის დროს სხვადასხვა სახის საეჭვო ნივთი აღმოაჩნდათ.
ცნობისათვის, საფრანგეთში საპროტესტო აქციები 17 ნოემბერს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მასობრივი აქციები, ოთხი კვირის განმავლობაში ყოველ შაბათ-კვირას იმართება. მომიტინგეები პარიზში ტრიუმფალურ თაღთან, ელისეის მინდვრებსა და ბასტილიის მოედანზე იკრიბებიან.
საფრანგეთის ქუჩაში 89 ათასზე მეტი სამართალდამცველია გამოყვანილი.