პარიზის ქუჩებში, პოლიციამ უსაფრთხოების მიზნით ჯავშანტექნიკა გამოიყვანა

საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზის ქუჩებში პოლიციამ უსაფრთხოების მიზნით ჯავშანტექნიკა გამოიყვანა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციის სპეცტექნიკა საფრანგეთის ქვედა პალატის შენობასთან არის მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სულ დღეს ჟანდარმერია 14 ჯავშანმანქანას გამოიყენებს.
„ეს არ არის ტანკი, ეს არის რეალურად ჯავშანმანქანა, ისე დაცვის პირადი რიგში განთავსდება“ – განაცხადა პოლიციის პოლკოვნიკმა.
ჯავშანტექნიკა 13 ტონას იწონის და ბარიკადების დაშლისთვის გამოიყენება.
ამასთან, მანქანებზე დამაგრებულია სპეციალური მოწყობილობა, რომლითაც ცრემლსადენი აირის გაშვებაა ხდება.
ამავე დროს აქციაზე მიმავალ ყველა ადამიანს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს. ამ გზით სამართალდამცავები ცდილობენ, აქციაზე მჭრელი, ბასრი საგნები, იარაღი და სხვა აკრძალული ნივთები არ მოხვდეს. ამ დროისათვის, აქციის 317 პირი დააკავეს, რომელთაგან 34 დააპატიმრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები