საფრანგეთში აქციის დაწყებამდე 317 აქტივისტი დააკავეს, მათ შორის 34-ს პატიმრობა შეეფარდა

საფრანგეთში მასობრივი აქციის გამო, პოლიცია საგანგებო რეჟიმით მუშაობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის დაწყებამდე პოლიციამ 317 აქტივისტი დააკავეს, მათ შორის 34-ს პატიმრობა შეეფარდა. მათ პირადი ჩხრეკის დროს სხვადასხვა სახის საეჭვო ნივთი აღმოაჩნდათ. 
ცნობისათვის, საფრანგეთში საპროტესტო აქციები 17 ნოემბერს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მასობრივი აქციები, ოთხი კვირის განმავლობაში ყოველ შაბათ-კვირას იმართება. მომიტინგეები პარიზში ტრიუმფალურ თაღთან, ელისეის მინდვრებსა და ბასტილიის მოედანზე იკრიბებიან.
საფრანგეთის ქუჩაში 89 ათასზე მეტი სამართალდამცველია გამოყვანილი.
დაკეტილია ტურისტული ობიექტები მათ შორის, ეიფელის კოშკი და ლუვრი. გადაიდო დღეს დაგეგმილი ყველა სახის ღონისძიება, მათ შორის დღეს აღარ გაიმართება PSG-Montpellier საფეხბურთო მატჩი.
პოლიცია განსაკუთრებულად იცავს რესპუბლიკის მოედანს და საფრანგეთის პარლამენტის ეროვნული კრების შენობას.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები