ლევან ნიკოლეიშვილი: საშინაო პოლიტიკაში ხომ არის მარჯვე ოპოზიცია და ახლა საგარეო პოლიტიკას მიადგნენ, თან თუ გავითვალისწინებთ, თავის დროზე რა “წარმატებით” იბრძოლეს ჯერ დიპლომატიურ ფრონტზე და მერე – საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთის წინააღმდეგ

,,ოჰო, საშინაო პოლიტიკაში ხომ არის მარჯვე ეს ჩვენი ოპოზიცია და ახლა საგარეო პოლიტიკას მიადგნენ: არიქა, უკრაინა რუსეთის, უფრო სწორედ რუსეთისა აშშ-ისა და დასავლეთის დაპირისპირებაზე აქვთ აზრები თურმე”. – ასე ეხმიანება ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციის ინიციატივას უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, მათი ხელისუფლების დამსახურებით, საქართველოს 20 % ოკუპირებულია.

,,ოჰო, საშინაო პოლიტიკაში ხომ არის მარჯვე ეს ჩვენი ოპოზიცია და ახლა საგარეო პოლიტიკას მიადგნენ: არიქა, უკრაინა რუსეთის, უფრო სწორედ რუსეთისა აშშ-ისა და დასავლეთის დაპირისპირებაზე აქვთ აზრები თურმე. აზრებიცაა და აზრებიც, თან თუ გავითვალისწინებთ, თავის დროზე რა “წარმატებით” იბრძოლეს ჯერ დიპლომატიურ ფრონტზე და მერე – უშუალოდ საბრძილო მოქმედებების დროს რუსეთის წინააღმდეგ… 152 სოფელი დაკარგეს ( ,თუმცა მათმა ბელადმა სააკაშვილმა “ქვების გროვა” უწოდა), შემდეგ – 20 %-ის ოკუპაცია. ასე რომ, რადიკალების, “ნაციონალების” ყალბი გულისტკივილი მშვიდობის მისამართით, ცოტა არ იყოს და, ამორალურია”, – წერს ნიკოლეიშვილი facebook -ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები