დიმიტრი სამხარაძე: სიკვდილითაც დაგამარცხათ ერის მამამ, ყველა მანქურთი, მყრალი ენჯეოშნიკი, ურწმუნო ფაშისტ-ლიბერალები – ერი სამების ტაძარში, ხოლო, მაჯლაჯუნები რუსთაველზე!

“მხოლოდ ორი დღე შეძლეს, რომ ნეხვი არ აფრქვიეს! კვლავ მიიღეს დავალება მეპატრონეებისგან, რომლებიც გაცოფდნენ ხალხის მწუხარებაზე, პატრიარქის პანაშვიდზე მისული მოქალაქეების რაოდენობაზე!” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ერის მამამ, “ენჯეოშნიკები” და ურწმუნო ლიბერალები, სიკვდილითაც დაამარცხა.

“ორი დღე! მხოლოდ ორი დღე შეძლეს, რომ ნეხვი არ აფრქვიეს! კვლავ მიიღეს დავალება მეპატრონეებისგან, რომლებიც გაცოფდნენ ხალხის მწუხარებაზე, პატრიარქის პანაშვიდზე მისული მოქალაქეების რაოდენობაზე! დიახ, სიკვდილითაც დაგამარცხათ ერის მამამ, ყველა მანქურთი, მყრალი ენჯეოშნიკი, ურწმუნო ფაშისტ-ლიბერალები! ერი სამების ტაძარში, ხოლო მაჯლაჯუნები რუსთაველზე! კიდევ გავიმეორებ, რაც ყველაზე მეტად არ მოგწონთ! საქართველოს ვერ დააჩოქებთ,” – წერს სამხარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები