ვლადიმერ ბოჟაძე: “ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც რუსეთის აგრესიისგან ვერ დაიცვა საქართველოს ტერიტორია, ვერ უზრუნველყო მშვიდობა და უსაფრთხოება, ახლა თურმე უკრაინას დაიცავს რუსეთის აგრესიისგან

“საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ხელისუფლება მუდმივ კონტაქტზეა ჩვენს პარტნიორებთან და ამ ფონზე ოპოზიციის ქმედებები მხოლოდ პროვოკაციის მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს, მშვიდობა უკრაინას და უკრაინელ ხალხს!”, – ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციის ბრალდებებს ხელისუფლების მიმართ, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომ თითქოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად.

როგორც ბოჟაძე წერს, ოპოზიციის ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციას და პოლიტიკური ქულების დაწერას ეფუძნება.

მისივე თქმით, საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ხელისუფლება მუდმივ კავშირზეა პარტნიორ ქვეყანასთან.

,,ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც რუსეთის აგრესიისგან ვერ დაიცვა საქართველოს ტერიტორია და მოსახლეობა, ვერ უზრუნველყო ვერც მშვიდობა და ვერც უსაფრთხოება, ახლა თურმე უკრაინას დაიცავს რუსეთის აგრესიისგან. ყალბი პატრიოტიზმი და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა, სხვა რა შეიძლება, ეწოდოს მათი და დანარჩენი ოპოზიციის ბოლო დროინდელ აქტივობებს. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ხელისუფლება მუდმივ კონტაქტზეა ჩვენს პარტნიორებთან და ამ ფონზე ოპოზიციის ქმედებები მხოლოდ პროვოკაციის მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს, მშვიდობა უკრაინას და უკრაინელ ხალხს!”, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები