დავით ზალკალიანი: საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით
„ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია”, – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
ზალკალიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწყებულ, უკრაინის მხარდამჭერ კამპანიას – #StandWithUkraine უერთდება.
„ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – წერს დავით ზალკალიანი.