დასავლეთ საქართველოს მუფთი: გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა მწუხარებას ილია მეორის გარდაცვალების გამო – ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მრევლს
დასავლეთ საქართველოს მუფთი, ადამ შამუთაძე ილია მეორის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა მწუხარებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი მრავალწლიანი ღვაწლი რელიგიათაშორისი მშვიდობის, ურთიერთობის პატივის საქმეში არის უმნიშვნელოვანესი.
ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მრევლს და სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს“, – განაცხადა ადამ შამუთაძემ.