რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე: ყველა რელიგიურ ლიდერს საქართველოს პატრიარქთან ჰქონდა პიროვნული კონტაქტი
“ყველა რელიგიური ლიდერი საქართველოს პატრიარქს იცნობდა, მასთან ჰქონდათ პიროვნული კონტაქტი, ტოლერანტობის კუთხით თანამშრომლობა,” – ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ განაცხადა.
“დღეს აქ ბრძანდებოდა სრული შემადგენლობა საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობებისა – მუსლიმი თემი, სომხური ეკლესია, კათოლიკური ეკლესია, ებრაული თემი, პროტესტანტული ეკლესია, ეზიდები, ბაპტისტები, ლუთერანები – სრული სპექტრი, რაც კი საქართველოშია წარმოდგენილი. ყველა რელიგიური ლიდერი საქართველოს პატრიარქს იცნობდა, მასთან ჰქონდათ პიროვნული კონტაქტი, ტოლერანტობის კუთხით თანამშრომლობა. ის ურთიერთობა, რაც ახლა დღეს ხდება, არის, ერთის მხრივ, პატივისცემის დემონსტრირება უწმინდესისადმი და, რაც ყველაზე მთავარია, გამოხატულება იმ ტოლერანტულობის, რაც საქართველოში იყო, არის და მომავალშიც გაგრძელდება,” – განაცხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ.