რამაზანის ბოლო ლოცვის დღეს, მუსლიმმა თემმა საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო. მათ პანაშვიდზე მონაწილეობაც დააანონსეს, რაც რელიგიათაშორისი თანადგომისა და ადამიანური სოლიდარობის გამორჩეულ მაგალითად იქცა. აღნიშნულის შესახებ, სოციალურ ქსელში, სამირა ბაირამოვა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული წარმოშობის სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი წერს.
„რამაზანის ლოცვასთან ერთად, მუსლიმმა თემმა ილია მეორისთვისაც ილოცა და პანაშვიდსაც დაესწრებიან
ეს უბრალო ჟესტი არ არის, ეს არის ღრმა ადამიანურობის, პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვა.
რელიგიის ნამდვილი არსი სწორედ აქ იკვეთება, არა გაყოფაში, არამედ ერთმანეთის ტკივილის გაზიარებაში, თანადგომასა და გულწრფელ ზრუნვაში.
დღეს, როცა რამაზანის ბოლო დღე და ბოლო ლოცვა სრულდება
ეს კიდევ უფრო ძლიერ სიმბოლოდ იქცევა რწმენის, ერთიანობის და იმ სითბოს, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს, მიუხედავად განსხვავებებისა.
ასეთი მომენტები გვახსენებს, რომ ყველაზე მაღლა დგას სიყვარული და ადამიანობა“, – წერს სოციალურ ქსელში ბაირამოვა.
კომენტარები
კომენტარი