ბელარუსის პრეზიდენტმა 250 მსჯავრდებული შეიწყალა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ჰუმანიზმის პრინციპის საფუძველზე 250 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელორუსული სახელმწიფო მედია პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრეზიდენტმა გადაწყვიტა შეიწყალოს ექსტრემისტული დანაშაულებისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი. სახელმწიფოს მეთაური, როგორც ყოველთვის, ძირითადად ჰუმანიზმის პრინციპით ხელმძღვანელობდა. და, რა თქმა უნდა, მან გაითვალისწინა მსჯავრდებულთა დედების, ცოლებისა და ნათესავებისგან მიღებული თხოვნები.

ასევე აუცილებელია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ იქამდე, სანამ პრეზიდენტს წარედგინებოდა, ყველა საჩივარი გენერალური პროკურორის ხელმძღვანელობით შესაბამის კომისიაში საფუძვლიანად განიხილებოდა. გადაწყვეტილების მიღებისას, სახელმწიფოს მეთაურმა ასევე გაითვალისწინა კომისიის წევრების მოსაზრებები. საბოლოო ჯამში, მიღებული იქნა გადაწყვეტილება 250 პირის შეწყალების შესახებ. სახელმწიფო ყველას აძლევს უფლებას, დაიწყონ ახალი თავი ცხოვრებაში“, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები