მეუფე საბა: აღმოჩნდნენ ადამიანებიც, რომლებმაც თქვეს, სად არის პატრიარქის პირობა, როდესაც ბრძანა, „უფალი მანამდე არ წამიყვანს ამ ქვეყნიდან, ვიდრე საქართველო სამშვიდობოს არ გავა“ – რა არის ეს, თუ არა სამშვიდობოს გასვლა, რასაც დღეს ვხედავთ
“აღმოჩნდნენ ადამიანებიც, რომლებმაც თქვეს, სად არის პატრიარქის პირობა, როდესაც ბრძანა, „უფალი მანამდე არ წამიყვანს ამ ქვეყნიდან, ვიდრე საქართველო სამშვიდობოს არ გავა“ – რა არის ეს, თუ არა სამშვიდობოს გასვლა, რასაც დღეს ვხედავთ,”- ამის შესახებ ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა მეუფე საბამ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
„ამ ტკივილიან და მწუხარე დღეებში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, სამღვდელო პირი თუ ღვთისგან განდგომილი ადამიანები – არ მეშინია ამ სიტყვების თქმის, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს, „აბა, სად არის პატრიარქის ის პირობა, როდესაც მან ბრძანა, „მე უფალი მანამდე არ წამიყვანს ამ ქვეყნიდან, ვიდრე საქართველო არ გამთლიანდება და სამშვიდობოს არ გავა“. მე დავსვამ კითხვას, რა არის ეს, თუ არა სამშვიდობოს გასვლა, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში. რა არის ეს თუ არა პატრიარქის პირობა, აწ უკვე აღსრულებული – „მე წაგიძღვებით თქვენ უფლისკენ მიმავალ გზაზე, მე არ მიგატოვებთ თქვენ არასდროს, ვიდრე უფალთან ერთობით არ განვისვენებთ სამუდამოდ მარადიულობაში. ასე რომ, ძალიან ცდებიან ადამიანები, თუ ფიქრობს ვინმე, რომ პატრიარქმა სიტყვა შეუსრულებელი დატოვა“, – განაცხადა მეუფე საბამ.