გიორგი გახარია კითხვაზე, იქნება თუ არა კვლავ პრემიერის თანამდებობაზე 20 ივნისს – დიახ, ვიქნები, ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება

“დიახ, ვიქნები”, – ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, კვლავ იქნება თუ არა იგი 20 ივნისს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე უკვე იმუნიტეტი შეიძინა, იმდენჯერ იყო დასმული.

„ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ და რა მიზეზით გავრცელდა ეს. მე მინდა, თქვენ მადლობა გითხრათ იმიტომ, რომ უკვე იმუნიტეტი შემძინეთ, არანაირი რეაქცია ამაზე არ მაქვს, იმდენჯერ იყო ეს შეკითხვა დასმული. საბოლოოდ, კონცეპტუალურად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის, სად ვიქნები, რეალურად, მთავრობაში ვიქნები, მთავრობის ხელმძღვანელი ვიქნები თუ ფერმერი, მე ჩემს გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებ. ახლა რაც შეეხება უკიდურესად მნიშვნელოვანია და პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმით, რასაც ვაკეთებ და საიდანაც ვაკეთებ, ამიტომ გპასუხობთ, რომ 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება”, – მიმართა პრემიერმა ჟურნალისტებს.

კითხვაზე, იქნება თუ არა გიორგი გახარია პრემიერმინისტრის თანამდებობაზე არჩევნებამდე, მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა: „არჩევნები ხომ შემოდგომაზეა, მერე ერთხელ ხომ გითხარით, შემოდგომაზე დავითვლით-მეთქი და შემოდგომაზე დავითვლით”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები