საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე მიხეილ ნინუას ვლადიმერ კონსტანტინიდი ჩაანაცვლებს.

ზალკალიანმა ახალი სპიკერიც დაასახელა და ამ ფუნქციას მარიამ ნარჩემაშვილი შეასრულებს.

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეს, მიხეილ ნინუას, რომელიც ჩემი მეგობარია და ჩემი ინიციატივით მოხდა მისი ჩვენთან დაბრუნება. მან დიდი როლი შეასრულა ამ კრიზისში, ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების პროცესში და ადგილზე დახმარების კუთხით. მან მთხოვა, რომ აქვს შემოთავაზებები ისევ კერძო სექტორში დაბრუნების თვალსაზრისით და, ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც ჩვენ წარმატებით გავართვით თავი ამ პრობლემას, წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე მას და თვითონ მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, რასაც მე პატივს ვცემ.

რაც შეეხება მის შემცვლელს – პრემიერმინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ პოზიციაზე ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნოს. ისიც გამოცდილი დიპლომატი გახლავთ. იგი სამინისტროს პრესმდივნის ფუნქციას ასრულებდა. ის გახლდათ ელჩი, აქვს სერიოზული გამოცდილება დიასპორასთან ურთიერთობის კუთხით, იგივე ადმინისტრაციული მიმართულებით, რომელსაც მისი წინამორბედი, მიხეილ ნინუა კურირებდა და ვფიქრობ, ის ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც – სხვა მიმართულებებში იყო.

გვეყოლება, ასევე, ახალი სპიკერი და ამ ფუნქციას მარიამ ნარჩემაშვილი შეასრულებს, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანლობდა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები