სან-ტომე და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, თანამშრომლობისა და თანამეგობრობის საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა 

14-15 ნოემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა სან-ტომე და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, თანამშრომლობისა და თანამეგობრობის საქმეთა მინისტრი ელსა მარია ნიეტო დ’ალვა ტეშეირა დე ბაროს პინტო.

როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სან-ტომე და პრინსიპის რესპუბლიკის დელეგაციის შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან ლია გიგაურთან. ელსა მარია ნიეტო დ’ალვა ტეშეირა დე ბაროს პინტო პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს და მოინახულებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთს.

ვიზიტის ფარგლებში, ელსა მარია ნიეტო დ’ალვა ტეშეირა დე ბაროს პინტო მოინახულებს საქართველოს კულტურულ ღირშესანიშნაობებს და ეწვევა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, ჯვრის სამონასტრო კომპლექსსა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები