ვითარება საფრანგეთში – „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე დაშავებულებს შორის ფოტორეპორტიორებიც არიან (ვიდეო)
ბოლო ინფორმაციით, საფრანგეთის დედაქალაქში „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე 600-მდე პირი დააკავა, მათ შორის პოლიციამ პატიმრობაში 361 ადამიანი დატოვა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს, პოლიციამ ცრემლსადენი აირი რამდენჯერმე გამოიყენა. ამასთან, აქციის დასაშლელად სამართალდამცველებმა ჯავშანტექნიკაც გამოიყენეს.
არიან დაშავებულებიც, მათ შორის მედიასაშუალებების რამდენიმე წარმომადგენელი. ჟურნალისტები პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ. ფოტოგრაფები კი, ობიექტივით იმ კადრებს აფიქსირებენ, როცა პოლიციელები აქციის მონაწილეებს ესვრიან. რაც პოლიციელების გაღიზიანებას იწვევს.
ცნობისათვის, საფრანგეთში საპროტესტო აქციები 17 ნოემბერს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მასობრივი აქციები, ოთხი კვირის განმავლობაში ყოველ შაბათ-კვირას იმართება. მომიტინგეები პარიზში ტრიუმფალურ თაღთან, ელისეის მინდვრებსა და ბასტილიის მოედანზე შეიკრიბნენ.
საფრანგეთის ქუჩაში 89 ათასზე მეტი სამართალდამცველია გამოყვანილი.
https://www.youtube.com/watch?v=MnmwAa2Bwsk