ნინო კალანდაძე: შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც, უჭკუობა უკვე ტრადიციად იქცა

“შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? ტრადიციულად, ორიგინალურობით არც ახლა გამოირჩევიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნინო კალანდაძე სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე წერს.
„შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? არცთუ პარადოქსალურად სულ ერთი და იგივე ვირთხებია ესენი ოღონდ. ტრადიციულად, ორიგინალურობით არც ახლა გამოირჩევიან. თაიმინგიც ისევ მრავლისმთქმელია და კონტექსტიც. ასეა: გამომძალველთან მოლაპარაკებას ბუმერანგის ეფექტი აქვს – სანამ ძლიერი ხარ, დროებით გიფრთხის და როცა ყველაზე სუსტი ხარ, მაშინ მოგაჭრეს. აბა სხვა მხრივ უფასოს და მუდამ გამორჩენაზე მყოფს სხვა რა ინტერესი აქვს? ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო. ჩვენში კი უჭკუობა უკვე ტრადიციად იქცა. სხვისი არ ვიცი და ჩემი დეჟავიუ მგონი აწი იწყება”, – წერს ნინო კალანდაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები