ზურა სიხარულიძე ახალგაზრდებს აფრთხილებს – „გაერთეთ ნარკოტიკის გარეშე! სიცოცხლეზე ფასეული არაფერი არის !“

„გაერთეთ ნარკოტიკის გარეშე! სიცოცხლეზე ფასეული არაფერი არის !“ – ამ სიტყვებით მიმართავს სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ახალგაზრდებს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„1. იწერენ ამ ნარკოტიკულ ნივთიერებებს ახალგაზრდები რომლებიც არ არიან დამოკიდებულები და ვითომ “გართობისთვის ” იყენებენ ამიტო არ გააჩნიათ ტოლერანტობა და ხშრია ზედოზირება, რეალურად არ იციან რა ნივთიერებას იწერენ ხშირად.
2. რა უნდა ვქნათ როცა მაინც მივიღეთ
– ეცადეთ არ დარჩეთ მარტო
– თუ იგრძენით ძილიანობა დაურკეთ ან მშობელს ან მეგოაბრს რომ ის იყოს თქვენთან ერთად
3 ეცადეთ რომ მეგოაბრს უთხრათ რომ გადმოგირეკოს რამოდენიმე ხნის მერე და მოგიკითხოთ და თუ არ უპასუხებთ მოვიდეს აუცილებლად
-არ ჩაკეტოთ სახლის კარი და ეცადეთ რომ შეხვიდეთ აბაზანში თუ ხართ მარტო
– დარეკეთ 112 და მშვიდათ აუხსენით ოპერატორს რომ მიიღეთ რაღაცა ნივთიერება და გრძნობთ თავს ცუდათ
– მეგობრებმა არ მიატოვოთ მარტო ის ვინც იცით რომ მიიღო რაღაცა და აუცილებლად დაურეკეთ 112 და მშვიდათ უთხარით რა პრობლემაც არის არავინ ამის გამო არ დაგსჯით.
– და არ მიიღოთ არცერთი უცნობი სუბსტანციაა ვინც არ უნდა გითხრათ რომ უვნებელია და არაფერს გიზამთ!!
– უმრავი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება არის დღეს და არავინ იცის რა რას გამოიწვევს ამიტომ გაერთეთ მაგათ გარეშე!!!! სიცოცხლეზე ფასეული არაფერი არის !!!“ – წერს ზურა სიხარულიძე.
ამასთან, ცნობილი ნარკოლოგი სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს:
„მინდა ყველა გავაფრთხილო ახალგაზრდები ვინც ამ ბოლო დღეებში საიტებიდან გამოიწერეთ ნივთირებები ის არ არის რითიც მას ასაღებენ ! არ არის გამორიცხული რომ ისევ კარფენტანილი იყოს!! ვინაიდან ისევ ადამინები მიხვდენენ რეანიმაციაში და ისევ აძინებს და გადადიან კომატოზურ მდგომარეობაში! ფრთხიალდ იყავით!!!! და გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს !!! მოიშორეთ ის თუ რამე გამოიწერეთ ამ ბოლო დროს ის სიკვდილია❗“ – აცხადებს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები